ლევან ვასაძე - პატრიარქის სიტყვა კანონია

ლევან ვასაძე - პატრიარქის სიტყვა კანონია

კაცმა თქვა შევიწყალოთო და ხალხმა დაიგლიჯა ყველაფერი, როგორი პარადოქსია, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე პატრიარქის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ სწორედ უწმინდესის ამ განცხადებამ განავითარა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებული პროცესები.

ბიზნესმენის შეფასებით, "არანაირი მოულოდნელობა იმაში, რომ პოლიტიკოსები გავლენის სფეროების გაფართოებას ცდილობენ, იმ პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან სუფევს, მისთვის შოკი არ იქნებოდა, მაგრამ ბრალდება უნდა იყოს დამტკიცებადი".

"აჟიოტაჟი შეწყალების თემატიკაზე გამოიწვია პატრიარქის განცხადებაზე გაკეთებულმა რეაქციებმა. თავისი უსაზღვრო მოწყალებიდან და გულიდან გამომდინარე, პატრიარქმა გამოთქვა თავის საკუთარი შეხედულება, რომელიც გახდა საბაბი ეკლესიაზე შეტევის. მე ეს უფრო მადარდებს, რომ ჩასაფრებულები არიან.

ჩემთვის, ისევე როგორც უამრავი მართლმადიდებლისთვის, პატრიარქის სიტყვა კანონია, ამის არც მრცხვენია და არც მეშინია, რადგან პატრიარქმა ასე თქვა, ასე უნდა იყოს. კაცმა თქვა შევიწყალოთო და ხალხმა დაიგლიჯა ყველაფერი, როგორი პარადოქსია", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია