საახალწლო სამზადისი "ბიბლუსი გალერეაში"

საახალწლო სამზადისი "ბიბლუსი გალერეაში"

საშობაო სამზადისი საჩუქრებსა და ნაძვის ხის მოსართავ აქსესუარებზე ფიქრით იწყება. ეს არის ყველაზე სასიამოვნო, ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის საყვარელი საქმიანობა. იშვიათია ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული დღეებისთვის ფერად-ფერადი სათამაშოების, სუფრისთვის საჭირო ნივთების, მისალოცი ბარათების შერჩევა ეზარებოდეს. არასასიამოვნო მხოლოდ ის პროცესია, როცა მარტივი მიზნის მისაღწევად და საჩუქრის საყიდლად ბევრი სიარული, მაღაზიიდან მაღაზიაში გადასვლა და ბაზრობაზე ერთმანეთის მსგავსი პროდუქციის თვალიერება გიწევს. ფულის დახარჯვა იგივე აქსესუარში, რომელიც გასულ წელსაც აარჩიე - დასანანია.

ვისაც ხარისხიანი, ექსკლუზიური, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული პროდუქციის შეძენა სურს, ამის საშუალებას ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეა" საკმაოდ კონკურენტულ ფასად აძლევს. წელს პირველად "ბიბლუსი გალერეაში" სხვა უამრავ საჩუქართან ერთად, საახალწლო აქსესუარების შეძენაც შეგიძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაძვის ხეცა და მისი მოსართავებიც ევროპული და ძალიან მაღალი ხარისხისაა. წარმოდგენილი პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვის გერმანიიდან, ფინეთიდან და უკრაინიდანაა ჩამოტანილი.

"ბიბლუსი გალერეაში" შესული მომხმარებელი ნამდვილად სადღესასწაულო გარემოში აღმოჩნდება. აქ ყველა ნივთი ისეა შერჩეული, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

საყიდლებზე წასვლის დროს პატარების დატოვებაზე ფიქრიც არ მოგიწევთ, რადგან "ბიბლუსი გალერეაში" თქვენი შვილებისათვის საუკეთესო გარემოა შექმნილი. ვიდრე საახალწლო აქსესუარებს და საჭირო ნივთებს შეარჩევთ, მათ გართობაზე "ბიბლუსი ქიდსში" სანტაკლაუსი იზრუნებს. პატარებს ფიფქია, ჯამბაზები და პეპიც გაართობენ. ნაძვის ხესთან მათ ზღაპრებს წაუკითხავენ და დაასაჩუქრებენ კიდეც.

მოკლედ "ბიბლუსი გალერეაში" ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მისულმა მომხმარებელმა თავი სადღესასწაულო გარემოში ძალიან კომფორტულად იგრძნოს. დიდი არჩევანი, მისაღები ფასები, ექსკლუზიური ინვენტარი - ეს ის შეთავაზებებია, რაზეც უარს საახალწლოდ ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მოფიქრებული, სად და რა საჩუქარი შეიძინოთ საშობაოდ, "ბიბლუსი გალერეა" ფართო ასორტიმენტითა და საუკეთესო ფასებით გელით.

ქრისტინე გამთენაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია