იანოშ ჰერმანი - ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ვიზეიმოთ

იანოშ ჰერმანი - ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ვიზეიმოთ

დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ვიზეიმოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროკომისია გააგრძლებს მონიტორინგს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს.

"ევროკავშირი მხარს დაუჭერს კონსოლიდაციას და ყველა იმ მონდომებას, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. კომისია გააგრძელებს თვალყურის დევნებას საქართველოს მიერ ყველა ნორმის გატარებაზე. ნება მიბოძეთ განვაცხადო ერთი რამ – დღეს ჩვენ, ჩემი ჩათვლით, გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ვიზეიმოთ. ჩვენთვის, ევროკავშირის დელეგაციისთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესში ვმონაწილეობთ. ასევე, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მოხარული იქნება და ისინი გაიზიარებენ იმ გრძნობას, მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ჩვენ, ერთად აღებული, გილოცავთ ყველას საქართველოში, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან წარმატებაში, რომელსაც ჩვენ მივყავართ დაპირებამდე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების შესახებ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."