პროსტიტუცია "ჩინური მასაჟის" სალონში - თბილისში ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

პროსტიტუცია "ჩინური მასაჟის" სალონში - თბილისში ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე "ჩინური მასაჟის სალონის" ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ძინლან ჰ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს", - აღნიშნულია სამინისტროში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით) მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ