საქართველოში წარმოებული ავტომობილები საზღვარგარეთ გაიყიდება - "ჩვენ ამას მივაღწიეთ"

საქართველოში წარმოებული ავტომობილები საზღვარგარეთ გაიყიდება - "ჩვენ ამას მივაღწიეთ"

საქართველოში წარმოებულ ავტომობილზე საერთაშორისო VIN კოდის (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) დარტყმა იქნება შესაძლებელი, რაც მწარმოებელს ავტომანქანის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა:

"ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უფლება, რომ მან საქართველოში წარმოებულ ავტომობილს დაარტყას საერთაშორისო VIN კოდი. აქამდე ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გვქონდა. თქვენ რომ საქართველოში ავტომობილი გეწარმოებინათ, ვერ დაარტყამდით საერთაშორისო VIN კოდს და საერთაშორისო ბაზარზე ვერ გაიტანდით. ჩვენ ამას მივაღწიეთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ფრაგმენტი ინტერვიუდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."