23 წლის ახალნამშობიარევი ქალი უსახსრობის მიზეზით დაიღუპა - რა კომენტარს აკეთებენ სამშობიაროში

23 წლის ახალნამშობიარევი ქალი უსახსრობის მიზეზით დაიღუპა - რა კომენტარს აკეთებენ სამშობიაროში

ვანის რაიონის სოფელ სულორში 23 წლის მარინა ხაჭაპურიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა. ახალგაზრდა გოგონას ერთი წლის უფროსი შვილი და 12 დღის ჩვილი დარჩა. ოჯახი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს და როგორ ახლობლები ვარაუდობენ, უყურადღებობა და უსახსრობა გახდა მელოგინის დაღუპვის მიზეზი.

ხაჭაპურიძემ ქუთაისში, ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში იმშობიარა. ახლობლები ამბობენ, რომ მარინას ძვირად ღირებული ნემსი და გადასხმები ჰქონდა დანიშნული, რომელიც უხსარობის გამო ვერ გაიკეთა და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. თუმცა ექიმებს არ ადანაშაულებენ და მხოლოდ საკუთარი უსახსრობა მიაჩნიათ მთავარ პრობლემად. mshoblebi.ge ვითარების გასარკვევად სამშობიაროს დაუკავშირდა.

ხონელიძის სახელობის კლინიკის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯოჯუა: "ეს ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 4 დეკემბერს და დაახლოებით 10 წუთში იმშობიარა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა. დედაც და ბავშვიც სამ დღეში ჯანმრთელები გაეწერნენ კლინიკიდან. არავითარი ჩივილი პაციენტს არ აღენიშნებოდა". მისივე თქმით, პაციენტს უარყოფითი რეზუსის სისხლი ჰქონდა. ასეთ ორსულებს 28-ე კვირაზე ანტირეზუსგამაგლუბულინის ინიექცია უტარდებათ (რაც დაახლოებით 120 ლარი ღირს)...

განაგრძეთ კითხვა mshoblebi.ge-ზე

ასევე წაიკითხეთ: 23 წლის გოგონა მშობიარობას გადაჰყვა: "ხუთი გადასხმა უნდა გაეკეთებინა, ძვირი ღირდა და ვერ შეძლეს..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია