ირმა ნადირაშვილი დაკითხვაზე - რა საკითხზე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს დეპუტატმა

ირმა ნადირაშვილი დაკითხვაზე - რა საკითხზე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს დეპუტატმა

ირმა ნადირაშვილი შსს-ს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს. ნადირაშვილმა სამართალდამცველებს იმ განცხადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ალეკო ელისაშვილის მიმართ, ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მან სამართალდამცავებს მისცა ის ინფორმაცია, რაც ბრიფინგზე თქვა. რაც შეეხება წყაროს დასახელებას, ნადირაშვილის თქმით, მან გამოიყენა უფლება და მისი ვინაობა არ დაასახელა.

"დავასახელე ვინ ხელმძღვანელობს ამ დაგეგმვას, ეს გახლავთ სუს-ის უფროსის მოადგილე გოგაშვილი გამოვიყენე ჩემი უფლება და არ დავასახელე წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. იგი დაკითხვაზე ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფებოდა.

"გამოძიება, როგორც შევიტყვეთ, დაწყებულია ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მოცემული ორგანო იძიებს იმ გარემოებებს, რაც მედიაშია გავრცელებული მიმდინარე თვეში მსგავსი ტიპის ცნობებზე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."