თბილისში ამაღამ -4 გრადუსია მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება 22-26 დეკემბერს

თბილისში ამაღამ -4 გრადუსია მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება 22-26 დეკემბერს

22-26 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და შედარებით დათბება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ყინვა შენარჩუნდება და -8;-3 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი -2;+3 გრადუსია მოსალოდნელი; მათ შორის თბილისში ამაღამ კვლავ ყინვა დაფიქსირდება და ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ხვალ კი მთაში დღისით +6 ; მაღალმთაში +4 გრადუსია მოსალოდნელი.

21 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში 21 დეკემბრის ღამით მოსალოდნელია 0; +6 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -1;+3;

22 დეკემბრიდან საქართველოში ყინვები შესუსტდება და დათბება, თუმცა მთასა და მაღალმთაში თოვლი და ღამით ყინვები შენარჩუნდება. კერძოდ, 22-26 დეკემბერს საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც დღისით +7;+12; ტემპერატურაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთაში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; მაღალმთაში - -12. დღისით კი მაღალმთაში +5 იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალმთიან რაიონებში ღამით კი -16 გრადუსი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია