"თუ ადამიანი აცრილი არ არის, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს" - ყველაზე გადამდები "ბატონები"

"თუ ადამიანი აცრილი არ არის, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს" - ყველაზე გადამდები "ბატონები"

"წითელა მოზრდილებში განსაკუთრებით რთული ფორმით ვლინდება. მოგეხსენებათ, ხალხში მსგავს დაავადებებს "ბატონებს" ეძახიან და ამბობენ, "ბატონების" დროს არც ნემსის გაკეთებაა სასურველი და არც წამლის დალევაო. რისი გაკეთება ჯობია ამ დროს?" - გვეკითხება ერთ-ერთი მკითხველი. ამ რთული ინფექციური დაავადების შესახებ ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე­ გვიამბობს:

- "ბატონებს" ხალხი ინფექციურ დაავადებებს ეძახის. ყველა მათგანს განსხვავებული ნიშნები და თავისებურებები ახასიათებს, საერთო მხოლოდ ინფექციური ხასიათია. ეს დაავადებები ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. ეს ეხება წითელასაც. ვინც აცრილი არ არის და კონტაქტი აქვს დაავადებულთან, თვითონაც დაავადდება. თუ კონტაქტიდან ორი დღეა გასული, მაშინ აცრა დაგვიანებულია.

პაციენტი იზოლირებული უნ­და­ იყოს, რადგან ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. არის შემთხვევები, როდესაც ვირუსი ვენტილაციის სისტემითაც კი ვრცელდება. გამოყრამდე პირველი სიმპტომები ჩნდება. ინფექცია გადამდები აღარ არის გამონაყარის გაჩენიდან მეხუთე დღეს და შემდგომ, თუმცა პაციენტთან კონტაქტში მყოფები 17 დღე მაინც უნდა იყონ კარანტინში. წითელას დროს კანზე გამონაყარი ერთიანდება, მერე კი, აქერცვლა იწყება და კანს ოდნავ მუქი შეფერილობა აქვს. წითელა იწყება ხველებით, მაღალი ტემპერატურით, წითელი თვალის სინდრომით ანუ ცრემლდენით, თვალების წვით და ტკივილით ძლიერ შუქზე. სანამ გამონაყარი გაჩნდება, ლოყების შიდა ზედაპირზე, საღეჭი კბილების გასწვრივ, თეთრი ლაქები ჩნდება. მესამე დღიდან ჩნდება წვრილი და უხვი გამონაყარი, რომელსაც გაერთიანება და მთელი კანის დაფარვა შეუძლია. გამონაყარი პირველად ყურის ნიჟარების უკან ჩნდება - სახეზე, კისერზე და თავის თმიან მიდამოში, მეორე დღეს გადადის სხეულსა და ხელების ზედა ნაწილზე, მესამე დღეს - ქვედა კიდურებზე და ხელების ზედა ნაწილში. მეოთხე დღიდან გამონაყარი ფერმკრთალდება და იმავე თანმიმდევრობით ქრება, როგორითაც გაჩნდა: ჯერ გაქრება სახეზე, მერე ტანზე, ხელებზე და ბოლოს ქვედა კიდურებზე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია