შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. როგორც "ამბები.გე"-ს სამინისტროდან აცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული მურთაზ მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 16 აბი და ორი ნატეხი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,1323 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მურთაზ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით) მიმდინარეობს", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მამუკა ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში, მამუკა ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით, ასევე "გოლდ სტარის" ტიპის საფანტის პისტოლეტი, სამი ვაზნით ამოიღეს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ