"ჩემზეც იყო ზეწოლა..." - სოზარ სუბარი

"ჩემზეც იყო ზეწოლა..." - სოზარ სუბარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "კვირის პალიტრასთან" საუბარში განვლილ 2015 წელს აჯამებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

- უპირველესად საუბარი მინდა დავიწყო სასიხარულო ინფორმაციით - თბილისის სხვადასხვა უბანში 561 დევნილი ოჯახი შეხვდება ახალ წელს ახალგადაცემულ ბინებში. ეს ოჯახები 23 წელი მიწურებში ცხოვრობდნენ. მომავალი წლის პირველ კვარტალში უნდა ჩაგვბარდეს 150 ახალი ბინა. ორი დღის წინ ახალციხეში ასბინიანი გარემონტებული კორპუსი გადავეცით დაახლოებით 60 ოჯახს, 40-მდე ბინა ცარიელია და ვინც ჩივის, რომ ღია ცის ქვეშაა დარჩენილი, შეუძლია დაბინავდეს. მთავრდება 2 კორპუსის მშენებლობა ხაშურში. დავიწყეთ 480-ბინიანი რვა კორპუსის მშენ­ებლობა გორში. 600-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადა­ვეცით სახლები მი­წის ნაკვეთით.

წელს ავამუშავეთ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის პროგრამა. ამ პრ­ო­ექტით 49 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. დასაფარი თანხის მაქსიმალური რაოდენობა 20 000 ლარია.

კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ ბინები და 900 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდა. ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრთან ერთად, მომავალ წელს 1000 ეკომიგრანტ ოჯახს დავუკანონებთ საცხოვრებელ სახლს მიწის ნაკვეთით. სამ წელიწადში არც ერთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილი არ დარჩება დასაკმაყოფილებელი.

- შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ზოგიერთი მაღალჩინოსანი ზეწოლასა და კორუფციაში დაადანაშაულა. თქვენც იყავით შეწყალების კომისიის წევრი და თუ გაიხსენებთ პოლიტიკოსების ზეწოლა-პრეტენზიებს?

- ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვინ გაბედავდა ზეწოლას? როგორ შეიძლება ადამიანი შეწყალების კომისიის წევრი იყო და არავინ შეგაწუხოს, მით უფრო, თუ თავმჯდომარე ხარ. ჩემზეც იყო ზეწოლა, როცა პარლამენტის წევრები საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ოდესმე მითქვამს?

მიშას ჩემთვის ბევრჯერ დაურეკავს, გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ ამას ზეწოლად არ აღვიქვამდი, რადგან სახალხო დამცველი რომ ხარ, უნდა გაუძლო. ალეკოს თუ ვინმე ურეკავდა და სთხოვდა, გააკეთა რამე? ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არ მინდა სპეკულაცია.

- ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, შეწყალების სკანდალში თქვენც გაეხვევით. ამ ინფორმაციის მიხედვით, თითქოს თქვენ დააკავშირეთ კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი ზოგიერთ დეპუტატს.

- ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აგორდება, მით უფრო მაგ საქმეში, ამიტომ ყველანი წყნარად იყვნენ.

გაგრძელება

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."