NDI - მეგობრებთან პოლიტიკურ მოვლენებზე სატელეფონო საუბრისას გამოკითხულთა 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

NDI - მეგობრებთან პოლიტიკურ მოვლენებზე სატელეფონო საუბრისას გამოკითხულთა 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

NDI-ის კვლევის თანახმად, მეგობრებთან პოლიტიკურ მოვლენებზე სატელეფონო საუბრისას გამოკითხულთა 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

კითხვაზე, გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც თქვენს მეგობარს სატელეფონო საუბრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებებს უზიარებთ, გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 50% პასუხობს, რომ არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

კვლევაში ასევე მოყვანილია რას ფიქრობენ ამ საკითხზე ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერები. კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიდან გამოკითხულთა 61% პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ გრძობს, 28% არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების 71% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 18% - უსაფრთხოდ გრძნობს, "თავისუფალი დემოკრატების'' მხარდამჭერების 66% თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, 30% - უსაფრთხოდ გრძნობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია