"დინამო თბილისის" პრეზიდენტი დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"დინამო თბილისის" პრეზიდენტი დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"უეფას" ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერის დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს "დინამო თბილისი" და მისი პრეზიდენტი რომან ფიფია. "ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ. გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყანა ასეთ პროფესიონალებს კარგავს. ვუსამძიმრებ საფეხბურთო თემს და დაღუპულის ოჯახს. დავით პეტრიაშვილი 1987-89 წლებში ჩვენი გუნდის დუბლ შემადგენლობის წევრი გახლდათ, ხოლო 2002-2005 წლებში დინამოს მმართველი დირექტორის პოსტს იკავებდა. "დინამო თბილისი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს" - ნათქვამია კლუბის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

გუშინ, 20 დეკემბერს, გვიან ღამით, უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია