პრემიერი - თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს

პრემიერი - თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს

თავდაუზოგავათ ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლით დასრულდა ავტორიტარული მმართველობა.

"ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ავტორიტარული მმართველობა და ავირჩიეთ განვითარების არსებითად ახალი გეზი - თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება. ისეთი საქართველო, რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი დიდი წინაპრების მუდმივი მისწრაფება - ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა, მსოფლიო მოწინავე ქვეყანათა მრავალფეროვნების თვითმყოფადი და გამორჩეული წევრი.

ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნის მეთხუთმეტე წელი იწურება და ამ დროის განმავლობაში საქართველოს სამი ხელისუფლება მართავდა.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში. მოდით ყველამ, ვინც ამ დარბაზშია და გვიყურებს რამდენიმე წამით გავიხსენოთ თუ სად ვიყავით სამი წლის წინ, თვალი გადავავლოთ იმას თუ რა გაკეთდა ამ სამი წლის განმავლობაში...

...ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენ წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს საქართველოს მთავრობის პირველი ისტორიული შედეგია.

"დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა: ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენ წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს.

ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. ამიერიდან საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება", - აღნიშნა პრემიერმა.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."