პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურა მოწყობილია ისე, რომ მის საქმიანობაზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის მოხდენა შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
"მინდა გამოვყო პროკურატურის რეფორმა, რომლის შედეგად ის ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ორგანოდ. მისი ორგანიზაციული სტრუქტურა მოწყობილია ისე, რომ შეუძლებელია მის საქმიანობაზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის არსებობა და მოხდენა. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელმაც პირველად გააჩინა საქართველოს მთავარი პროკურორის გამჭვირვალე წესით არჩევის შესაძლებლობა. სწორედ ამ პრინციპით შერჩეული მთავარი პროკურორი გვყავს დღეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო სამ წელში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის, რაც, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობას და მთავრობის მხრიდან მის საქმიანობაში ჩაურევლობას ეხება.
"ჩვენ გავათავისუფლეთ სასამართლო ყოველგვარი სახელისუფლებო წნეხისგან", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.