ცხინვალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ცხინვალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზნაურის რაიონის სოფელ კალეთთან 1936 და 1963 წლებში დაბადებული პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" დეფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მკვიდრები საქონლის ძებნის დროს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სააგენტოს ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი მათ საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?