გატაცებული 80 წლის ქალი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ

გატაცებული 80 წლის ქალი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ

ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ორი ადამიანი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ.

როგორც "კურიერთან" ინტერვიუში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, გატაცებულ 80 წლამდე ქალბატონს და მასთან ერთად დაკავებულ სოფელ ჭვრინისის მკვიდრ მამაკაცს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები ჰყავთ, რომლებმაც ოჯახს შემოუთვალეს, რომ გატაცებულებს სამშაბათს გაათავისუფლებენ.

როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ორი პირი 20 დეკემბერს დააკავეს.

ისინი საქონლის ძებნის დროს აიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია