რამდენად ადეკვატურია საგზაო უსაფრთხოების ახალი პროექტი

რამდენად ადეკვატურია საგზაო უსაფრთხოების ახალი პროექტი

რამდენად­ ადეკვატურია სამართალდარღვევებისთვის­ გათვალისწინებული სადამსჯელო ღონის­ძ­იებები და რას გამოიწვევს მართვის მოწმ­ობასთან დაკავშირებული ქულათა სისტე­მის­ დანერგვა?­ - ამ საკითხზე შს მინისტრის მოადგილე შალვა­ ხუციშვილი­ გვესაუბრა:

- ჩვენი სურვილიც ის იყო, რომ შსს-ს ინიციატივა საგზაო­ უსაფრთხოების შესახებ დისკუსიის საგანი გამხდარიყო. მასზე მსჯელობისთვის დრო საპარლამენტო­ განხილვებამდეც არის... მუშაობის პროცესში ჩვენს ექსპერტებსაც ჰქონდათ შენიშვნები, რაც გავითვალისწინეთ. მაგალითად, თუ ჩვენ დასაშვებად­ მივიჩნევდით სიჩქარის გაზრდას ავტობანზე, მათ ამაზე უარყოფითი პოზიცია გამოხატეს.

- ყბადაღებული თემაა ქულათა სისტემის დანერგვით მართვის მოწმობის ჩამორთმევა... ქულათა სისტემა ამა თუ იმ სამართალდარღვევისთვის რამდენად ადეკვატურია?

- ქულათა სისტემაზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ორი რამ: პირველი - სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მეორე - ჩვენი რეალობა. მძღოლი, რომელიც მოძრაობის წესებს მეტ-ნაკლებად იცავს, წელ­იწადში 3-5 სამართალდარღვევას მაინც სჩადის. ქულათა სისტემა ისეა ორგანიზებული,­ რომ მძღოლმა შესაძლოა წესი 7-8-ჯერ დაარღვიოს, მაგრამ მართვის მოწმობა არ ჩამოერთვას, ანუ გავითვალისწინეთ ისიც, რომ ადამიანები ვართ და შესაძლოა, კრიტიკულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, გამოვიჩინოთ გაუფრთხილებლობა და სხვ. თუმცა, თუ მძღოლი წესებს ზომაზე მეტად არღვევს, აუცილებლად დაისჯება.

ზოგისთვის 100 და 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს და ამიტომ სათანადო პასუხისმგებლობას არ იჩენენ, ქულათა სისტემის დანერგვით კი ისინი გაფრთხილდებიან და ხელმოკლე მძღოლებთან შედარებით პრივილეგია აღარ ექნებათ.

- იქნებ განმ­ა­რტოთ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მო­ნ­აწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის­ მი­ტოვება და ტელეფონზე საუბარი ერთნაირად­ დასჯადი რატომ არის (ორივე 15 ქულით ფასდება)?

- გეთანხმებით, ტელეფონით საუბარზე ჯარიმა გავამკაცრეთ, იმიტომ, რომ საპატრულო პოლიციის სტატისტიკური მონაცემებითა და ანალიზით, ტელეფონზე საუბარი ან მესიჯების წერა არასწორი მანევრისა და შესაბამისად, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა. ავარიული შემთხვევების პირველი მიზეზი არასწორი მანევრია, მეორე - სიმთვრალე, მესამე კი სიჩქარის გადაჭარბება.

- და მაინც, საპირისპიროდ მოძრაობა ან ღერძულას გადაკვეთა ტელეფონზე ლაპარაკზე მეტად დასჯადი არ უნდა იყოს?

- დიახ, ღერძულას გადაკვეთა უხეში სამართალდარღვევაა (შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10 ქულით ისჯება. - ე.ა.), ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ როცა ავტომობილების კოლონა საცობში დგას, ვიღაც საპირისპირო ზოლზე გადადის და საავარიო სიტუაციას ქმნის. როგორც უკვე გითხარით, შევაჯამეთ შემთხვევები და განვსაზღვრეთ ქულები, თუმცა, შესაძლოა, სისტემა დაიხვეწოს და რამე შეიცვალოს... პარლამენტიც იმსჯელებს და შესაძლოა, ვინმემ ქულათა სისტემა არასამართლიანად ან სამართალდარღვევასთან არაპროპორციულად ჩათვალოს. ასე რომ, ეს განხილვის საგანია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია