რა დაგიჯდებათ თბილისურ რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა

რა დაგიჯდებათ თბილისურ რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისში არსებული რესტორნები განსაკუთრებულად ემზადებიან მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინასაახალწლო პერიოდში "ბიზნესპრესნიუსი" რესტორნების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა.

როგორც გაირკვა, ჩვენს მიერ გამოკითხულ რესტორნებს უკვე შერჩეული აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და დაწყებული აქვთ ჯავშნების მიღებაც. ადგილების დაჯავშნას განსაკუთრებით ჩქარობენ ორგანიზაციები, რომლებიც საახალწლოდ თანამშრომლებისთვის დაუვიწყარი კორპორაციული საღამოს მოწყობს გეგმავენ.

ახალი წლის დამდეგს რესტორნები შოუ პროგრამებითა და ძირითადად, ტრადიციული სადღესასწაულო კერძებით ხვდებიან.

როგორც "ბაბილოს" მთავარი მენეჯერი ლალი კაკალაშვილი ამბობს, რესტორანში ადგილების უმრავლესობა საახალწლოდ უკვე დაჯავშნილია. "ბაბილოში" ახალი წლის აღნიშვნა ერთ ადამიანზე 200 ლარი ღირს. რაც შეეხება მენიუსა და შოუ-პროგრამას, მენეჯერის თქმით, 12-ის ნახევარზე რესტორანი ფოიერვერკებით ხსნის სადღესასწაულო სუფრას. 12-ზე დაგეგმილია ფურშეტი შამპანიურის თანხლებით და საახალწლო მრავალფეროვან მენიუში ტრადიციულ კერძებთან ერთად, გათვალისწინებულია დესერტი და თელავის მარნის ბოთლის ღვინოც. სტუმრების განწყობაზე კი თემურ რცხილაძე, რომა რცხილაძე, თამუნა მიქელაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სოფო ბედია და ანსამბლი "ბერიკონი" იზრუნებენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია