რას იყიდით 50 ლარად თბილისურ "ძველმანების" მაღაზიებში

რას იყიდით 50 ლარად თბილისურ "ძველმანების" მაღაზიებში

90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში მეორადი ან ევროპული ტანსაცმლის მაღაზიები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სამოსისა თუ ფეხსაცმლის შეძენა (მათ შორის ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების მეორადი საქონლის) მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია. თუმცა დროთა განმავლობაში, მეორადი ტანსაცმლის ფასმაც აიწია და ახლა თბილისში არსებობს ისეთი მაღაზიებიც, სადაც ევროპული ტანსაცმლის ფასი ბრენდული მაღაზიის ფასსაც კი უტოლდება.

"პალიტრანიუსმა" ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რისი ყიდვა შეიძლება 50 ლარად თბილისში, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში. როგორც აღმოჩნდა, არც ისე ბევრი რამის, რის მიზეზადაც მაღაზიის მფლობელები საწყობში გაზრდილ ფასს ასახლებენ. "ადრე საწყობში ფუთა თუ 1 კილო 7 ლარი ღირდა, ახლა ფასები გაორმაგებულია და 15 ლარზე ნაკლებად ვერ ვიღებთ, აქედან გამომდინარე, იაფად ვერც ჩვენ ვყიდით" - აღნიშნავს წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მეორადი მაღაზიის მფლობელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორადი ტანსაცმელი ძირითადად მამაკაცის სამოსით მარაგდება, რადგან მაღაზიის მფლობელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ე.წ "მეორადებში" მამაკაცები უფრო დადიან და ქალის ტანსაცმელი არ ეყიდებათ.

იხილეთ "პალიტრანიუსის" ექსპერიმენტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია