გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ირინა ენუქიძე იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც ეწეოდა ბრძოლას ადამიანის სიცოცხლისთვის და სხვისი შვილებისთვის.

"2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის დასრულებისას, მე გადავწყვიტე, რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან. ქალბატონი ირინა გახლდათ სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ბრძოლა ჰუმანურობისთვის, ადამიანების უფლებებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, ირინა ენუქიძეს მოუკლეს შვილი. ის იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩვენი შვილების გადასარჩენად და მან ამ ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა ხაზი გავუსვა, მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იბრძოდნენ გირგვლიანის საქმის ობიექტური გამოძიებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."