"ბლუმბერგის" სცენარის მიხედვით, 2016 წელს პუტინი ამერიკას გააცურებს

"ბლუმბერგის" სცენარის მიხედვით, 2016 წელს პუტინი ამერიკას გააცურებს

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტების, ნავთობზე ფასის ვარდნისა და დოლარის სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარების ფონზე, "ბლუმბერგი" რამდენიმე პესიმისტურ სცენარს ქვეყნებს, რომელსაც შესაძლოა, 2016 წელს ჰქონდეს ადგილი.

"ბლუმბერგის" პროგნოზი რამდენიმე ყოფილი და მოქმედი დიპლომატების, ეკონომიკური ექსპერტებისა და კონსულტანტების გამოკითხვას ეყრდნობა.

ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს მიაღწევს

"ისლამური სახელმწიფო" შუა აღმოსავლეთში ნავთობისმწარმოებელი ქვეყნების სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებს. საუდის არაბეთი და ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას ვერ ზრდიან. შედეგად ვარდნის ნაცვლად, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზრდება. ბირთვული ინდუსტრიის წარმოება შეიზღუდება ისევე, როგორც მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე კომპანიების.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს

ევროკავშირში ბრიტანეთის გაურკვეველი მომავლისთვის საბოლოო წერტილის დასმის მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 2016 წლის მაისში რეფერენდუმი დანიშნა. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, ფუნტი მკვეთრად გაუფასურდება, დაეცემა ლონდონის ბირჟა, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი მარკ კარნი კი იძულებული იქნება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.

ბანკებზე კიბერთავდასხმები განხორციელდება

რუსი და ირანელი ჰაკერები შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან და აშშ-ის მიერ მათი ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ამერიკის ფინანსურ სექტორზე კიბერშეტევებს განახორციელებენ. ყოველივე ამის ფონზე ფინანსური სისტემისადმი ნდობა შეირყევა, ბანკიდან ფულის მსესხებლები იძულებული იქნებიან, შეამცირონ სესხების აღება, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა კი იძულებული იქნება, კიდევ ერთხელ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია