ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს მანანა კობახიძის შემდეგ ეკა ბესელიაც ამზადებს

ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს მანანა კობახიძის შემდეგ ეკა ბესელიაც ამზადებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ადვოკატმა დავით ლანჩავამ "ქრონიკა+"-ისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

მათივე ინფორმაციით, სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ "ქრონიკა +"-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციისკენ.

პატივის და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეტანას აპირებს უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიაც.

"სარჩელი მზადდება. მე ვაპირებ ეს გავაკეთო, არა მარტო საკუთარი პრინციპული პოზიციისთვის და საზოგადოებას ვაჩვენო, რომ ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არამედ, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ქონდეთ დაცვის მეტი გარანტიები ამ პრეცედენტების შექმნით", - აცხადებს ეკა ბესელია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ