მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

მაგდა პაპიძის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების განჩინების გასაჩივრებას აპირებს, - ამის შესახებ ადკოვატმა ხათუნა ჩხაიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე უდანაშაულოა და ამის შესახებ მან პროცესზეც ისაუბრა. "პაპიძემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. მაგდამ ისიც განაცხადა, თუ რატომ გადააგდო ურო - იმიტომ, რომ მას ქმრის ეშინოდა. მან ეს სასამართლოზე ნათლად განაცხადა. რაც შეეხება ჩვენს შუამდგომლობას, ჩვენი შუამდგომლობა განპირობებული იყო იმით, რომ მაგდა პაპიძე ვერ მოახდენდა გავლენას ვერანაირად გამოძიებაზე. მაგდა პაპიძეს ასევე სურდა თავისი ქმრისა და შვილის დაკრძალვაზე დასწრება", - განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, გადამოწმდება ის განცხადებები, რომელიც ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. კერძოდ, მის წამებასთან დაკავშირებით.

VIDEO| "ჩემი ქმარი პათოლოგი იყო, სხვა მამაკაცი შემიყვარდა” - მაგდა პაპიძემ ჩვენება მისცა

რაც შეეხება მის მეგობარ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს, პროკურორის, ელენე ჩხეიძის თქმით, ის არ მონაწილეობს დანაშაულში. თუმცა საქმეზე დაკითხულია. ამასთან, პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა ნივთმტკიცება ამოღებულია გამოძიების მიერ და დანიშნულია ექსპერტიზა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომ ბუნკერიდან ამოღებულია ასევე მაგდა პაპიძის შვილის ფოტოებიც, პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განაცხადა, რომ ნაგვის ბუნკერიდან მართლაც ამოღებულია ფოტოები, თუმცა დადგინდება, თუ ვისი ფოტოებია ამოღებული.

პროკურატურამ გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა მოტივზე. ელენე ჩხეიძის თქმით, მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს და მასთან ჰქონდა კონფლიქტი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ