"ლარის კურსი 1,7 ნიშნულზე რომ ყოფილიყო, საწვავი 80 თეთრით ნაკლები იქნებოდა"

"ლარის კურსი 1,7 ნიშნულზე რომ ყოფილიყო, საწვავი 80 თეთრით ნაკლები იქნებოდა"

"ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.7 ნიშნულზე რომ ყოფილიყო, საწვავი დაახლოებით, 70-80 თეთრით იაფი იქნებოდა" - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში" განაცხადა. მისი თქმით, თუ ლარი გამყარებას დაიწყებს, საწვავზე ფასების შემცირება გაგრძელდება. "თუ ლარმა გამყარება დაიწყო, რა თქმა უნდა, ფასების შემცირება გაგრძელდება", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, იაფია და მაგალითად, სომხეთთან შედარებით, ჩვენთან საწვავი 10-15 თეთრით ნაკლები ღირს. "აზერბაიჯანში "სუპერი" და "პრემიუმი", რომელიც ადგილობრივი არ არის და იმპორტირებულია, 2,30-2,35 ღირს. ჩვენთან საწვავი იაფია, ვიდრე უკრაინაში, მოლდოვაში. საქართველოსთან შედარებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში საწვავი იაფი მხოლოდ ბელორუსსა და რუსეთშია. რუსეთი დიდი მწარმოებელია, საკუთარი წარმოება აქვს ბელორუსსაც", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

წაიკითხეთ ვრცლად BPN.GE-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია