"თქვე სიცრუის კულტივატორებო..." - მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

"თქვე სიცრუის კულტივატორებო..." - მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელსაც სინოდის განჩინებით მღვდელმოქმედება აეკრძალა, "ფეისბუქის" გვერდიდან მიმართავს საპატრიარქოს: "მივმართავ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდს: თქვე სიცრუის კულტივატორებო, დამიკავშირდით წმიდა სინოდის რომელიმე წევრი და მითხარით, როდის ვიყავი დაბარებული წმიდა სინოდის სხდომაზე, ვის მიერ და რა საკომუნიკაციო საშუალებებით?? მიუხედავად თქვენი ავაზაკობისა, მე ვიმყოფები თქვენთან ევქარისტიულ კავშირში..

ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო, მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვყოფილვარ დაბარებული სინოდის სხდომაზე და არ ვიცოდი თუ განიხილებოდა ჩემი საკითხი, შესაბამისად არ მომეცა ჩემი პოზიციის გამოხატვის უფლება. გამომდინარე აქედან, არ ვაპირებ დავემორჩილო სინოდის ამ გადაწყვეტილებას და ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს მომავალში ჩემთვის უფრო მკაცრი სასჯელის საფუძველი, იმდენად, რამდენადაც სიცრუეზე აგებული განაჩენი ავტომატურად ანულირებულია დიდი სჯულის კანონის მიხედვით და როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, "ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა" - წერს "ფეისბუქის" სტატუსში სასულიერო პირი.

წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება.

ასევე წაიკითხეთ: ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა: "მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს ეკლესიის იერარქებზე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია