რა ვიცით გიორგი კვირიკაშვილზე - ოფიციალური ცნობები პრემიერობის კანდიდატზე

რა ვიცით გიორგი კვირიკაშვილზე - ოფიციალური ცნობები პრემიერობის კანდიდატზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 1967 წლის 20 ივლისს დაიბადა.

რა განათლება აქვს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს?

1997-1998 წწ. აშშ ილინოისის უნივერსიტეტი (University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი;

1984 წ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი;

1984-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, თერაპევტი;

1990-1995 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - მრეწველობის დაგეგმვა;

1986-1988 წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური.

სამუშაო გამოცდილება:

01/09/2015 წ. საგარეო საქმეთა მინისტრი;

25/10/2012 - 01/09/2015 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

2012 წ. ლენზი-ფიშერ-ჰენდრი (Lenzie Fisher Hendry LLC - Economic Development Consulting) - ეკონომიკური განვითარების საკონსულტაციო კომპანია - USAID-ის საპენსიო რეფორმა სომხეთის რესპუბლიკაში, ფინანსური ინსტიტუტების კომპონენტი, World Bank-ის პროექტი უზრუნველყოფილი კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი;

2006-2011 წწ. ბანკი "ქართუ", გენერალური დირექტორი;

2004-2006 წწ. პირველი კომერციული ბანკი, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი;

1999-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში - კომიტეტის წევრი;

1999 წ. სახელმწიფო კანცელარია - ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი;

1998-1999 წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკი", ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;

1996-1997 წწ. "ექსპორტ-იმპორტ" ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი;

1993-1996 წწ. - გაერთიანებული ქართული ბანკი - საწყისი პოზიცია - აკრედიტივების ოფიცერი, საბოლოო პოზიცია - საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

საგარეო საქმეთა მინისტრი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. გიორგი კვირიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

კოალიცია შეთანხმდა, პრემიერის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."