მთავრობის ახალ პოლიტიკურ გუნდში ნოდარ ხადურის ადგილი აღარ არის?

მთავრობის ახალ პოლიტიკურ გუნდში ნოდარ ხადურის ადგილი აღარ არის?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მთავრობის გუნდში ცვლილებები იგეგმება.

"ბიზნესპრესნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მოიაზრება.

ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობას შეინარჩუნებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

მთავრობის ახალ გუნდში ასევე მოიაზრება "საქართველოს რკინიგზის"გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესომბუდსმენის პოსტს დაიკავებს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."