რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - რუსული მედია საკუთარ ვერსიებს ასახელებს

რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - რუსული მედია საკუთარ ვერსიებს ასახელებს

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებები რუსეთში გაკეთდა. სააგენტო "РБК"-სთან საუბარში რუსი ექსპერტი დენის დვორნიკოვი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი პირობა შეასრულა ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც საშუალება მიეცა ევროპის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაუროს. პარალელურად სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთმაც გაამარტივა.

"ამ პირობებში პრემიერის გადადგომა - მმართველი ელიტის შეთანხმებული გადაწყვეტილებაა. ქვეყანა ახალ დონეზე გადის და ამისთვის უფრო მეტი გამოცდილების მქონე მმართველია საჭირო", - აცხადებს დვორნიკოვი. მისი მოსაზრებით, ღარიბაშვილთან მიმართებაში რაიმე სერიოზული პრეტენზია არ არსებობს, თუმცა ამჟამად ვითარება სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში არასტაბილურია როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

გამოცემა ВЗГЛЯД-თან საუბარში პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს იყო საქართველოს ყველაზე წარმატებული მთავრობა.

"არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილის ან მმართველი კოალიციის არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს, მაგრამ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის ყოველთვიური სკანდალები აღარ ხდება", -ამბობს პოლიტოლოგი.

გამოცემა Московский Комсомолец-თან საუბარში კიდევ ერთი რუსი ექსპერტი ვლადიმერ ნოვიკოვი ღარიბაშვილის გადადგომას "შიდაქართულ კოლიზიას" უწოდებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა მოახდინეს ლარის დევალვაციამ და პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონფლიქტურმა ურთიერთობამ, რაც მმართველი კოალიციის რეიტინგზე აისახა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ექსპერტი ნოვიკოვი აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობის პერიოდშიც კი, ივანიშვილი "ყოველთვის იყო ჯერ ქართველი და შემდეგ რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენი".

"უდავოა, რომ ის საკუთარ თავს ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს. ამიტომ რუსეთისადმი მის ლოიალობაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა", - აცხადებს ნოვიკოვი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ევროინტეგრაციის მომხრედ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."