ბელგიის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ბელგიის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ბელგიის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიკაცია დღეს მოახდინა, თუმცა ოფიციალურ ჟურნალში ის ჯერ არ გამოუქვეყნებია, რაც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ბელგია ევროკავშირის წევრი ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ამ დრომდე არ ჰქონდა რატიფიცირებული. დეკემბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის მხარეს ამ პროცესის დაჩქარების თხოვნით მიმართა.

ბელგიის მიერ რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, ასოცირების შეთანხმება უკვე სრულად შევა ძალაში. 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დოკუმენტის ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ, დროებით ამოქმედდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."