"ორი ქვეყნის გაერთიანების დრო დადგა" - პავლიაშვილის კომენტარი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

"ორი ქვეყნის გაერთიანების დრო დადგა" - პავლიაშვილის კომენტარი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თემაზე, რუსული არხის МИР 24-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი სოსო პავლიაშვილს გაესაუბრა.

-პირადად თქვენ დიდხანს ელოდით ამ ამბავს?

-მე ჭიპლარით საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, გული კი რუსეთში მიცემს. ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ იმის თქმა, რომ ეს მნიშვნელოვანია. ხალხი უკვე დაიღალა არსებული ურთიერთობით - გინდა საქართველოში, გინდა აქ, რუსეთში. ეს ეხება პოლიტიკასაც. არსებობს მესამე ძალა, რომელიც უკვე დიდი ხანია ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი თავის უახლოეს მეზობლებს წააჩხუბოს, განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ქვეყნებს. მათ ეს გამოსდიოდათ, მაგრამ ახლა გამჭრიახობაა საჭირო. რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეგობარი და დამხმარე იყო მრავალი წლის წინ, როდესაც საერთო მტრები გვყავდა.

-თავად თქვენ, თქვენს მეგობრებს, ნათესავებს სერიოზული პრობლემები გქონიათ ამ ფორმალობების გამო?

-კი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. იყო შემთხვევები, მაგრამ უნდა დავივიწყოთ წარსული და ხვალინდელი დღით ვიცხოვროთ. ამას ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს. რაც უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს, მით დიდი ერთობა გვექნება, უფრო მალე დავამარცხებთ მტერს. უნდა იყოს პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული, როგორც ერთ დიდ ოჯახში.

-სამწუხაროდ, სიყვარული და ურთიერთგაგება ხშირად არ გამოდის. იმოქმედა თუ არა სავიზო რეჟიმმა ორ ქვეყანას შორის კულტურულ სფეროში?

-რასაკვირველია. პირველ რიგში ამან ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ აამხედრა. შეხედეთ უკრიანაში არსებულ სიტუაციას. რამდენი ადამიანი უთვლის წყევლას რუსეთს, არადა გენეტიკურად რუსეთზე ახლობელი არავინ ყავთ. ეს ხალხის ზომბირებაა. აღარ შეიძლება ამის დაშვება. მე არ მინდა ჩვენი შვილები ასე ექცეოდნენ ერთმანეთს. მე გამიმართლა, მოსკოვში ვცხოვრობ, რუსეთში და შემეძლო ყველაფერი ჩემი გამომეტანა, ქართული, გამოვსულიყავი ამით მსოფლიო სცენაზე და არავის დაუშლია არაფერი. პირიქით, რუსეთში ამაში მეხმარებოდნენ. არ შეიძლება ამის დავიწყება. არსებობს ორი სიტყვა: მაპატიე და გმადლობ. რაც უფრო ხშირად ვეტყვით ამ სიტყვებს ერთმანეთს, მით უკეთესად გავუგებთ.

მომზადებულია geomigrant.com-ს მიხედვით

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია