საქართველოს რომელ კუთხეში ხარჯავენ ყველაზე მეტს საახალწლო სუფრაზე

საქართველოს რომელ კუთხეში ხარჯავენ ყველაზე მეტს საახალწლო სუფრაზე

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET საახალწლო სუფრის ინდექსს აქვეყნებს. ინდექსი საქართველოს ყველა რეგიონში სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, კალმახი, საცივი, ოლივიეს სალათი, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, ასევე გოზინაყი და ხილი.

ISET საახალწლო სუფრის ინდექსის თანახმად, ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა აჭარაში ჯდება - 159 ლარი, რომელსაც იმერეთი - 154 ლარი და გურია - 149 ლარი მოჰყვება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი შიდა ქართლშია, სადაც ინდექსის თანახმად, საახალწლო სუფრა საშუალოდ 121 ლარი ჯდება. ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლშია. ISET-ის ინფორმაციით, შიდა ქართლში სტანდარტული საახალწლო სუფრა საშუალოდ 121 ლარი ჯდება. საახალწლო სუფრიდან ყველაზე ძვირი ნიგოზია - 1 კილოგრამი ნიგვზის საშაულო ფასი 15-დან 27 ლარამდეა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია