მე ახლა ვაპირებ უბრალოდ, დავისვენო - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოსტის დატოვების შემდეგ

მე ახლა ვაპირებ უბრალოდ, დავისვენო - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოსტის დატოვების შემდეგ

მე ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

"მე ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. მე ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო| ღარიბაშვილის პირველ და ბუნდოვან კომენტარს ჟურნალისტების "ჩაკითხვები" მოჰყვა - როგორ აიცილა ექსპრემიერმა მთავარი კითხვა

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."