გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური თანამშრომლების ნაწილს დაემშვიდობა

გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური თანამშრომლების ნაწილს დაემშვიდობა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური თანამშრომლების ნაწილს გამოემშვიდობა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ის სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომელიც გუშინ გამართულ შეხვედრას პირადად ესწრებოდა.

თუმცა, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. "არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. საიდან მოიტანეთ?! ფინანსთა მინისტრი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ აგრძელებს", - განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წარმომადგენელმა თეა ბეგიაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მინისტრთა კაბინეტის მომავალ შემადგენლობაში პორტფელს ვერ შეინარჩუნებს.

ასევე საინტერესო| მინისტრების სია, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოხვდებიან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."