ფოტოსესია, "ვაიბერი" და ონლაინთამაშები - როგორ ერთობიან პარლამენტარები პარლამენტში

ფოტოსესია, "ვაიბერი" და ონლაინთამაშები - როგორ ერთობიან პარლამენტარები პარლამენტში

თბილისში, პარლამენტის შენობაში დილიდან უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი წარადგინეს. უმრავლესობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი ერთად მივიდნენ, მათ დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

სხდომათა დარბაზში დღის მთავარი გმირების გამოჩენამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი. მაგალითად, დეპუტატმა თამაზ ჯაფარიძემ ფოტოზე მისი კოლეგების აღბეჭდვა გადაწყვიტა და უმრავლესობის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებდა. ონლაინთამაშით ერთობოდა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად ძიძიგური. "ქართული ოცნების" წევრი ლერი ხაბელოვი კი რუსული ჯგუფის "მირაჟის" ყოფილი სოლისტის, 50 წლის ნატალია გულკინას შესახებ ეცნობოდა woman.ru-ს საიტზე განთავსებულ სიახლეს.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო| "Просто порно"-დან რუს პოპდივამდე: როგორ ერთობიან პარლამენტარები მობილურებით პარლამენტში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."