სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან - გიორგი მარგველაშვილი

სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან - გიორგი მარგველაშვილი

სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას გამოეხმაურა.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის", -განაცხადა პრეზიდეტმა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მას სურს საზოგადოებას უთხრას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა.

"სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან", -განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."