სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს

სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს

არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს. "ინტერპრესნიუსი" საკითხის გადამოწმების მიზნით სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

"არაფერს გეტყვით ახლა. პარიზში ვარ დედაჩემთან, არც რაიმე მინახავს, არც წამიკითხავს. ამიტომ ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ზურაბიშვილმა. კითხვაზე, თუ მთავრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე შეთავაზება მიიღო, ამის შესახებ რასაკვირველია უკვე ინფორმირებული იქნებოდა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "4-ში მოვფრინავ თბილისში და ყველაფერს მაშინ მოგახსენებთ; ყველაფერზე გაგცემთ პასუხს".

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაწერა, რომ საქართველოსკენ მოემგზავრებოდა. მის სტატუსს მეგობრების მხრიდან შეკითხვები მოყვა, მოდიოდა თუ არა ის საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად, რაზეც ზურაბიშვილის პასუხი ასეთი იყო: "ჩვენ საერთო საქმეზე... რა ფორმით ვერ გეტყვით..."

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."