ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მურუსიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კონსტიტუცია მიიტანა და პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

"მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მინდა განვაცხადო, რომ ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა და ამ კონსტიტუციაში საუბარი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილიყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასება კენჭისყრის შედეგების, მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მე მინდა კიდევ ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. როდესაც 2013 წელს მე ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინაც პრეზიდენტს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, თუმცა არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

ჩემი მოწოდება არის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და შეაბამისად, ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი შესრულდეს არა მხოლოდ ქარალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში", - განაცხადა მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, მადლობა გადაუხადა.

"მადლობა იუსტიციის საბჭოს ყველა იმ წევრს, ვინც არნახულ ზეწოლას გაუძლო და რეალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ და რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება სასამართლო ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მურუსიძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან მურუსიძის არჩევას მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა.

"ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."