ბერა ივანიშვილთან, რომელიც ბოლო პერიოდში იშვიათად ჩანს, PALITRANEWS-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც მაყურებელი ორშაბათს, 28 დეკემბერს PALITRANEWS-ის რუბრიკა "ამბებში" იხილავს.
ინტერვიუში სხვადასხვა თემასთან ერთად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შესახებაც საუბრობს.
"მე არ ვარ ადამიანი, რომელიც პოლიტიკის მცოდნეა. ადამიანურად ეს დადებითი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი თავისი ნებით ტოვებს თანამდებობას. აგრესიას არ ტოვებს ადამიანებში და არ არის ლანძღვის საგანი. დემოკრატია ყალიბდება ქვეყანაში. ჩემი და ირაკლის მეგობრობაზე ნამდვილად არ აისახება, რომ ის გადადგა"