"ავტომატის ჯერი იყო" - თვითმხილველი ბუდაპეტშის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტს იხსენებს

"ავტომატის ჯერი იყო"  - თვითმხილველი ბუდაპეტშის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტს იხსენებს

ბუდაპეშტის ქუჩაზე 21 წლის მამაკაცს საკუთარი სახლის წინ უცნობმა პირებმა რამდენჯერმე ესროლეს. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებს განუცხადა , ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მიმართაც გასროლა ავტომატური იარაღიდან განხორციელდა, გოგა კვარაცხელიაა.

"ზურგით ვიდექი აივანზე. როდესაც ხმა გავიგე, მეგონა, რომ ასაფეთქებლებს ისროდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ავტომატის ჯერი იყო. გავიგონე კივილი. შველას ითხოვდნენ. სასწრაფოდ დავრეკე 112-ში და გამოვიძახე ადგილზე. ავუხსენი, სადაც უნდა მოსულიყვნენ. მერე გავიგე, რომ ვისაც ესროლეს, გოგა კვარაცხელია იყო", - აღნიშნა თვითმხილველმა.

გოგა კვარაცხელია ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19/108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ