"რუსთავი 2"-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლეს

"რუსთავი 2"-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლეს

"რუსთავი 2"-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა . მოსამართლე ახალბედაშვილმა ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის საშიშროება, რაზეც დაცვის მხარემ პასუხად პასპორტების ჩაბარება შესთავაზა.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისის პარლამენტთან 2 ოქტომბერს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ