თამარ ალანია
2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ თამარ ალანიას თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით.

შოთა გეწაძე
- 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. 2012 წელს გეწაძე იხილავდა ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საქმეებს.

ილონა თოდუა
- 2012 წელს ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დაჯარიმდნენ.

პაატა სილაგაძე
- ფიგურირებს ქიბარ ხალვაშის კომპანიების 24 მლნ ლარით დაჯარიმების საქმეში, რის საფუძველზეც 2009 წელს ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს.
