"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"

"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"

საზოგადოების უმრავლესობის მწვავე პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მის კანდიდატურას საბჭოს 14 წევრისგან მხარი 10-მა დაუჭირა. მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა: ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია. კენჭისყრას იუსტიციის საბჭოს 14 წევრისგან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც საბჭოში პრეზიდენტმა დაასახელა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძეს ხმა არ მისცა. თავად ლევან მურუსიძე თავის კანდიდატურას ხმას ვერ მისცემდა.

მოგვიანებით, ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით, თურმე მურუსიძის დანიშვნაზე უარის თქმა სხვა მოსამართლეების მიერ აღქმული იქნებოდა, "როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს სასამართლო სისტემაში". აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძე ჩამოთვლილ საქმეებზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და თავს მხოლოდ წინა ხელისუფლების მიღებული კანონების მსხვერპლად მიიჩნევს. ჩვენთან საუბარში მას არც ის დაუმალავს, რომ რეალურად იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტის შესანარჩუნებლად იბრძოდა, რადგან თუ სააპელაციოს მოსამართლედ არ აირჩევდნენ, მას იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტის დატოვებაც მოუწევდა. დღევანდელი მდგომარეობით კი მან ორი კურდღლის დაჭერა შეძლო - 2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს ინარჩუნებს, პოსტიდან წასვლის შემდეგ კი უვადო მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივაც დიდი აქვს. რაც მთავარია, ლევან მურუსიძე მოსამართლეების მხარდაჭერითაც იმუქრება. მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. აღშფოთებული არიან თავად ხელისუფლებაშიც.

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: - პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.

ანა ნაცვლიშვილი, საია-ს თავმჯდომარე: - იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის საქმისა და ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებისთვის, რომლებიც ლევან მურუსიძემ მიიღო და მომავალშიც მიიღებს. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი საქართველოს სახელით მიიღებს, საბჭოს ათივე წევრს მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ