საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება - ფასები თბილისის ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან

საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება - ფასები თბილისის ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან

ახალი წლის დადგომამდე 3 დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად უკვე საკმაოდ ხალხმრავლობაა თბილისის სასურსათო ბაზრებში.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წინასაახალწლო ფასები ბაზრებში და მსხვილ სუპერმარკეტებში განსხვავებულია, თუმცა შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. "მთელი კვირა" საახალწლო სუფრის ტრადიციულ პროდუქტებზე ფასების დასადგენად თბილისის ბაზრებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს ეწვია. ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში ოჯახს ტრადიციული საახალწლო სუფრის გაწყობა 250-დან 350 ლარამდე დაუჯდება. აქვე გეტყვით, რომ ეს შედეგები შაბათის, 26 დეკემბრის ფასებს ეყრდნობა. როგორც მოვაჭრეები, ასევე რიგითი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასები ყველა პროდუქტზე, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზრდება.

გოჭი

გოჭის ფასი თბილისის ბაზრებში 85-120 ლარის ფარგლებში მერყეობს. სუპერმარკეტების უმრავლესობაში კი გოჭები გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა აცხადებენ, რომ ორშაბათიდან აუცილებლად ექნებათ. ამასთან, ზოგან გოჭები აგრარული ბაზრების მსგავსად, ცალობით გაიყიდება, ზოგან კი - წონით. მაგალითად, როგორც სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში" გვითხრეს, გოჭის შემოტანას საახალწლო დღეებში აპირებენ და საშუალო ზომის გოჭი - 60 ლარი ეღირება, ხოლო სუპერმარკეტ "გუდვილში" გოჭის ხორცი 1 კგ 17 ლარად იქნება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გოჭის ფასის ზრდას ელიან ბაზარში.

ინდაური

ინდაურის ფასი "დეზერტირების" ბაზარში 60-70 ლარია. სუპერმარკეტების სხვადასხვა ქსელში კი 1 კგ ინდაურის ფასი 15-დან 20 ლარამდე იქნება. თბილისის სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ინდაური ამჟამად არ აქვთ, თუმცა საახალწლო დღეებში მათ პროდუქციას აუცილებლად დაემატება. ახალი წლის დღეებში არც "დეზერტირების" ბაზარში და არც აღნიშნულ სუპერმარკეტებში ინდაურზე ფასის მკვეთრი მატება არ იგეგმება განაგრძეთ კითხვა BPN.GE-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია