ნოდარ ხადურის კომენტარი მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე

ნოდარ ხადურის კომენტარი მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო უკეთესი იყოს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისთვის უცნობია, მოხვდება თუ არა იმ საკადრო ცვლილებებში, რომელიც შეიძლება მთავრობაში განხორციელდეს.

"მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმისათვის, რომ ბიზნესგარემო საქართველოში უფრო უკეთესი იყოს. ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვა გაგრძელდება და რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ვერ გეტყვით, ვინ იქნება ცვლილებებში მოხვედრილი. სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები აქტიურად თანამშრომლობენ, მაგრამ ბატონი გიორგის გადასაწყვეტი იქნება, რომელი მინისტრი გააგრძელებს მუშაობას და რომელი არა", - განაცხადა ხადურმა.

პარლამენტში ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატები იკრიბებიან, რომელთაც კომიტეტის სხდომებზე მოუსმენენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."