რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე ქართველი, მათ შორის 9 წლის ბავშვი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე ქართველი, მათ შორის 9 წლის ბავშვი დააკავეს

სოფელ ნაბაკევში 20-მდე ქართველი, მათ შორის 9 წლის ბავშვი დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაყავდა.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია