როგორი იყო 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის

როგორი იყო 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის

ქართული ეკონომიკისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ რთული გამოდგა. 2015 წელმა ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენით დაგვამახსოვრა თავი, რომელთა შეფასებაც ქართველ ეკონომისტებს ვთხოვეთ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ 2015 წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ამ პროცესის გარკვეულ კალაპოტში ჩასმა იყო:

ავთო სილაგაძე: "პირველ რიგში გამოვყოფდი ქართული ლარის დევალვაციას, რომელიც საგარეო და საშინაო ფაქტორების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემისა, ამ პროცესის შენელება მაინც მოხერხდა. ამის გამო, 2015 წლის ბოლოს ეროვნული ვალუტა უკვე აღარ უფასურდება იმ დონეზე, როგორც ადრე უფასურდებოდა. ახლაც, მართალია, მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ 2,40 ლარის ფარგლებში მაინც ხერხდება ვალუტის კურსის შენარჩუნება. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ისიც, რომ ეკონომიკა ძირითადად ზრდის ტემპს ინარჩუნებდა.

ეს იყო მცირედი ზრდა, მაგრამ მაინც ზრდა და არა - შენელება. ამავე დროს, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების და აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტში ჩავარდნა შემოსავლების და შემოსულობების მხრივ არ ყოფილა. მართალია, ინფლაცია გაიზარდა, მაგრამ არა მგონია წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ძალიან გასცდეს. უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის უნდა დავასახელო "მთის კანონის" მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში მცხოვრებ მეწარმეებს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, შესაბამისად, იქ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება შემოსავალი და მთა მოსახლეობისაგან აღარ დაიცლება. რაც შეეხება უარყოფით ფაქტორებს, პირველ რიგში უნდა გამოვყო ოლიგოპოლიზმის არსებობა სხვადასხვა სფეროში, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა და ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე".

ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძის შეფასებით, 2015 წლის ეკონომიკურ მოვლენებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა გარე ფაქტორებმა და მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა სიტუაციამ:

ვაჟა კაპანაძე: "თავდაპირველად ეპოქალური მოვლენები უნდა გამოვყო: კერძოდ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა, მაგრამ დიდი გავლენა იქონია ამ წლის ეკონომიკურ მოვლენებზე. აუცილებლად უნდა დავასახელო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ახლახან მივიღეთ და ეკონომიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს ორი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე მომავალშიც დიდ გავლენას მოახდენს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია