"ალეკო ელისაშვილი ქალთმოძულეა" - ეკა ბესელია

"ალეკო ელისაშვილი ქალთმოძულეა" - ეკა ბესელია

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს, დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს "სახიფათო მატყუარას" უწოდებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, "რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე".

მისივე შეფასებით, ელისაშვილი პატიმარ და ქალთმოძულეა. "ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში. ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა - დაუსვით მას კონკრეტული კითხვა, ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს. მე ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."