რა რჩევებს აძლევს წინასაახალწლოდ მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტო

რა რჩევებს აძლევს წინასაახალწლოდ მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან თავი შეიკავოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ შეიძენენ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში.

"ასევე სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას - დააკვირდით, რამდენად ახალია ის, ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს", - ნათქვამია განცხადებაში. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს - 291 91 68.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია