გიორგი კვირიკაშვილი - "ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში"

გიორგი კვირიკაშვილი - "ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში"

"ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ძალიან ბევრი რამ იმისათვის, რომ მოგვეხდინა დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ იმოქმედოს მისი მოსახლოების ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ გადაჭრა არაერთი დაგროვილი პრობლემა. "მათ შორის, ჯანრთელობის დაცვის უფლება მიეცა ყველას, მათ საკუთრებაში არსებული მიწის დამუშავების საშუალება მიეცა სოფლად მცხოვრებ თანამოქალაქეებს... ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარი, რაც დავამკვიდრეთ ეს არის ის, რომ მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და ვართ მოწოდებული, რომ ამ გზას მივყვეთ მომავალში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის მთავარი პრიორიტეტი და ქვაკუთხედი იქნება ეკონომიკური განვითარება და მოსახლოების კეთილდღეობის გაუმჯობესება. "ეკონომიკური განვითარების ეს პრიორიტეტი აისახება ყველა სახელმწიფო დოკუმენტში, სტრატეგიაში, სამოქმედო გეგმაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."